ლარის ოფიციალური კურსი

03.11.2025→04.11.2025 ცვლილება
USD 2.7127 2.7117 -0.0010
EUR 3.1386 3.1231 -0.0155
TRY 0.0645 0.0645 0.0000
RUB 0.0336 0.0335 -0.0065
AZN 1.5955 1.5949 -0.0006
AMD 0.0071 0.0071 -0.0010

მოგესალმებით ესკოს ვებ-გვერდზე

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებ-გვერდი ტექნიკურად და შინაარსობრივად ამ სფეროს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი, მაქსიმალურად შესაძლო სრულყოფილი პროდუქტია. მარტივი დიზაინი, ბმულების საშუალებით მოსახერხებელი გადასვლა და შინაარსობრივად დატვირთული საინფორმაციო ბლოკები გვერდის სტუმრებს მაქსიმალურად დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის სწრაფად და იოლად მოძიებაში. ვებ-გვერდზე გასული წლების მონაცემთა ბაზის არსებობა სტატისტიკის დანახვისა და ანალიზის კარგი საშუალებაა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ოპერატიული მონაცემები, მიუხედავად მათი საპროგნოზო ხასიათისა, დაინტერესებულ პირებს კარგ სამსახურს უწევს საქმიანობის დაგეგმვისას. საინტერესო და ინფორმატიულია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის საინფორმაციო ბლოკები. ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებულ მონაცემთა განახლების პროცესი მაქსიმალურად ოპერატიულია. პარალელურ რეჟიმში ხდება გვერდის ინგლისური ვერსიის განახლებაც.

2025 წლის სექტემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2025 წლის სექტემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  328,710,480.3 კვტ.სთ შეადგინა,რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 30% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 52,336,988.9 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.9813259 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.781 თეთრი.

ვრცლად

საინფორმაციო

03/11/2025

2025 წლის 1 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კასლეთი 1“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, კასლეთი 1 ჰესის ნაწილში.


ვრცლად
03/11/2025

2025 წლის 31 ოქტომბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „კასლეთი 1“-ს, კასლეთი 1 ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.


ვრცლად
21/10/2025

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო) კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით გატარებული წარმატებული ღონისძიებებისა და განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგად, მიენიჭა საერთაშორისო სტანდარტის - ISO 27001 სერტიფიკატი.


ვრცლად
20/10/2025

ESCO-ს წარმომადგენლობამ, გენერალური დირექტორის, თორნიკე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთში, ევროპის ენერგეტიკული ბირჟებისა და ბაზრის ოპერატორების ასოციაციის (EUROPEX)-ის მორიგ გენერალურ ასამბლეაში, რომლის სადისკუსიო პლათფორმაზე განსახილველი თემები ეხებოდა ევროპულ;ი ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების, ინტეგრაციისა და განვითარების საკითხებს.


ვრცლად
ყველა სიახლე

გარანტირებული სიმძლავრე (ოპერატიული)

01-02/11/2025

ყოველდღიური ბალანსი

01-02/11/2025

ტრანსსასაზღვრო გადადინებები (მიმდინარე)

ფაქტიური შემოდინება
ფაქტიური გადინება
31/10/2025