ესკომ სლოვენიაში ენერგეტიკული ბაზრის ოპერირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გამართა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის წარმომადგენლობამ, გენერალური დირექტორის, თორნიკე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წლის ივნისში, სლოვენიაში, ლიუბლიანაში, სამუშაო შეხვედრები გამართა სლოვენიის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან - BORZEN და სლოვენიის ელექტროენერგეტიკულ ბირჟასთან - BSP SouthPool Energy Exchange LLC.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ბაზრის მოდელის  განვითარების პერსპექტივები ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, ორგანიზებული ბაზრის მოდელები, საბალანსო ბაზარი -  დღით ადრე (Day-ahead) და დღიური/ინტრადეი ვაჭრობის მოდელები, რომლებიც ევროპის ბაზრებზე სტანდარტად მიიჩნევა,  ანგარიშსწორების მექანიზმები, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერირების, მონაცემთა მართვისა და ვაჭრობის ორგანიზების თანამედროვე პრაქტიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაზრის გამჭვირვალობის, მონაცემებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლის მექანიზმებს.

ესკო სლოვენიის ელექტროენერგეტიკულ ბაზართან მრავალი წელია  თანამშრომლობს.  Borzen — სლოვენიის ბაზრის ოპერატორი,  ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის ერთ-ერთი წარმატებული  რეფორმატორია კომპანიაა, ხოლო BSP SouthPool Energy Exchange-სლოვენიის ელექტროენერგიის ბირჟა, რომელიც მართავს დღით ადრე და დღიურ ბაზარზე ( Day-ahead, Intraday ) ვაჭრობის პროცესებს, აქტიურად მუშაობს რეგიონული ინტეგრაციის მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების პროცესს და ბაზრის ოპერირების ეფექტიანობის ზრდას.

სლოვენიაში გამართულ სამუშაო შეხვედრებში ესკოს გენერალურ დირექტორთან, თორნიკე ყაზარაშვილთან ერთად, მონაწილეობდნენ ზაზა დვალიშვილი- გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ალექსანდრე პაპიაშვილი- გენერალური დირექტორის მოადგილე და თამარ წურწუმია - საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.