ესკომ SOCAR-თან სამუშაო შეხვედრა გამართა
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის იმპორტისა და ტრანზიტის განხორციელების სახელშეკრულებო პირობების შეთანხმების მიზნით, შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის: „SOCAR”-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დაწვრილებით განიხილეს ხელშეკრულების პირობები. ასევე, ესკომ სტუმრებს გააცნო მათთვის საინტერესო საკითხები საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერირების სისტემის, საკანონმდებლო ბაზის, ენერგეტიკული ბაზრის განვითარების პერსპექტივებისა და პრიორიტეტების შესახებ.
შეხვედრას ესკოს მხრიდან უძღვებოდა გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი.
ესკოსა და სოკარის მხრიდან აღინიშნა, რომ შეხვედრა ორივე მხარისთვის ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო როგორც კონკრეტულად იმპორტისა და ტრანზიტის მიწოდების პირობების შეთანხმების მხრივ, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემების სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისა და რეგიონული ინტეგრაციის განვითარების მიმართულებით.



