საკანონმდებლო განხილვა პარლამენტში
მ/წლის 13 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში, ესკოს საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ წურწუმიამ, მიმოიხილა ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებითა და საქართველოს ახალი ენერგეტიკული კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, აგრეთვე, ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ენერგეტიკის დარში განსახორციელებელი რეფორმები. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც დარგობრივი, აგრეთვე, ევროინტეგრაციის კომიტეტების თავჯდომარეები და წევრები.
აღნიშნულ თემაზე შეხვედრები გაგრძელდება მ/წლის 15-16 თებერვალს, სადაც პარლამენტის წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სექტორის წამყვანი უწყებებისა და კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრები ტარდება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.