ესკომ მონაწილეობა მიიღო დუბაიში, GRC 2025 მსოფლიო ფორუმში.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, გენერალური დირექტორის, თორნიკე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით, დუბაიში გამართულ GRC მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი რისკების მართვის, მმართველობის, კიბერუსაფრთხოებისა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან (GRC) შესაბამისობის მაჩვენებლების მხრივ, აერთიანებს გლობალურ ლიდერ კომპანიებსა და აქტორებს.
ღონისძიებაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რისკების მართვაზე, ციფრულ მდგრადობაზე, მონაცემთა დაცვასა და თანამედროვე GRC სისტემებისთვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციებზე. ფორუმის მასპინძელი იყო დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი და აკადემია (DIFC).
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, კიბერუსაფრთხოებისათვის გატარებული ღონისძიებების შედეგად, გახდა პირველი ქართული ენერგეტიკული კომპანია, რომელსაც ინფორმაციული მართვის უსაფრთხოებისათვის მიენიჭა თანამედროვე სტანდარტის ISO 27001 სერტიფიკატი.
ესკოს მხრიდან ფორუმში, გენერალურ დირექტორთან ერთად, მონაწილეობდნენ გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე პაპიაშვილი და მსოფლიო ბანკის ენერგეტიკულ მისიასთან ერთად, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების ესკოში დანერგვის პრაქტიკულ სამუშაოში ჩართული თანამშრომლები.

