შეხვედრა ესკოში კორეული კომპანიის „SK”-ს წარმომადგენლებთან
2018-03-15
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს კორეული კომპანიის „SK”-ს წარმომადგენლები : აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი სეუნგ სოო ლი, გენერალური მენეჯერი ჩანგ იონგ ჰონგი და მარკეტინგის უფროსი მენეჯერი ჯონგო ტაქთი ესტუმრნენ. ესკოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე , საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობისა და იურიდიულ დეპარტამენტთა უფროსები.
ვიზიტის მიზანი იყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ესკოს მხარის მიერ სტუმართათვის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის პერსპექტივების ანალიზი და გაცნობა.