ესკოს მონაწილეობა „USAID ენერგეტიკის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაში
ესკოს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ 12 აპრილს მონაწილეობა მიიღო სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „USAID ენერგეტიკის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაში , რომლის ძირითადი თემა იყო „კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება ენერგეტიკული ბაზრის გახსნის პირობებში“.
კონფერენციას , რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ გახსნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) და საქართველოს ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ესკოს გენერალურმა დირექტორმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნისა და ელექტროენერგიით ვაჭრობის სქემის რეფორმის პროცესში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ჩართულობაზე, ესკოს როლსა და ფუნქციურ მზაობაზე.
კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე , რაც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მდგრადი და საიმედო ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ერთ-ერთი გარანტია.