ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ესკოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელად  ზაზა დვალიშვილი ოფიციალურად წარადგინა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაზა დვალიშვილი დაინიშნა.

დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი  ესკოს ესტუმრნენ. ნათია თურნავამ  ესკოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად  ზაზა დვალიშვილი წარადგინა. ასევე, მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისათვის ენერგეტიკის სექტორში და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ხელმძღვანელის პოსტზე, ესკოს ყოფილ გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ამბოკაძეს მადლობა გადაუხადა და ახალ ასპარეზზე, კერძო სექტორში მომავალი წარმატებები უსურვა.

 „ზაზა დვალიშვილის სახით ესკოს  გამოცდილი, კომპეტენტური ხელმძღვანელი ეყოლება.  ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის,  დერეგულირების რთულ და   საინტერესო პერიოდში ესკოსგან  კვლავ ველით წარმატებულ ფუნქციონირებას და თანამშრომლობას.  ველით წინსვლას, ახალ იდეებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როდესაც გამოცდილება და პროფესიონალიზმი თანხვედრაშია და დგას ქვეყნის სამსახურში“ -აღნიშნა მინისტრმა.

ზაზა დვალიშვილი 2007 წლიდან ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.