2020 წლის თებერვლის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2020 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 275 887 217.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 24% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 38 303 600.0 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.8837893 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 28% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 2%, თბოელექტროსადგურის- 4%, ხოლო იმპორტის – 66%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
♦ - ჰიდროელექტროსადგური
♦ - ქარის ელექტროსადგური
♦ - თბოელექტროსადგური
♦ - იმპორტი
2020 წლის თებერვლის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 65.8% და 27.9% შეადგენს. აგრეთვე, თებერვლის თვეში გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 6.2% შეადგინა. ამავე პერიოდში, ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 0.1% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
♦ - გამანაწილებელი ენერგოკომპანია
♦ - პირდაპირი მომხმარებელი
♦ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
♦ - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)
თებერვლის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 16 560 065.00 ლარი.