2022 წლის ივლისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2022 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 180 580 318.8  კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 14% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 20 786 806.5 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

 - საბალანსო ელექტროენერგია                                            

ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.5111141 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.857 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 94.0% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 4.4%, თბოელექტროსადგურის - 1.5%, ხოლო იმპორტის – 0.1%.

         

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

 - თბოელექტროსადგური

◼ - იმპორტი 

 - ქარის ელექტროსადგური

2022 წლის ივლისის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 40.4% შეადგინა. აგრეთვე, ივლისის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 15.1% შეადგინა.

 

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

◼ - პირდაპირი მომხმარებელი

 -  სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 -  სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 

ივლისის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 2 459 288.00 ლარი.