2022 წლის ოქტომბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2022 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 252 867 080.7 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 23% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 43 152 727 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

 - საბალანსო ელექტროენერგია                                            

სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 17.0653796 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.368 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 51% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 3%, თბოელექტროსადგურის - 12%, ხოლო იმპორტის წილი - 34%.

         

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

 - თბოელექტროსადგური

 - იმპორტი

 - ქარის ელექტროსადგური

2022 წლის ოქტომბრის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 23.9% შეადგინა. აგრეთვე, ოქტომბრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 7.8% შეადგინა.

 

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 - საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი

◼ - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - პირდაპირი მომხმარებელი

 -  სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

- სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 

ოქტომბრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 16 729 088.00 ლარი.