2023 წლის სექტემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2023 წლის სექტემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 135 213 021 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 12% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 19 385 932 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14,3373269 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.668 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 84% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 6,2%, თბოელექტროსადგურის - 9,8%, ხოლო იმპორტის წილი - 0%.

         

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

 - თბოელექტროსადგური

 - იმპორტი

 - ქარის ელექტროსადგური

2023 წლის სექტემბრის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 11,6% შეადგინა. აგრეთვე, სექტემბრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 15,9% შეადგინა.

 

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 - საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი

◼ - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - პირდაპირი მომხმარებელი

 -  სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

- სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 - ექსპორტი

სექტემბრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 14 920 538 ლარი.