2024 წლის აგვისტოს თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2024 წლის აგვისტოს თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 195 428 280.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 14% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 30 241 448 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

 - საბალანსო ელექტროენერგია                                            

აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.4741741 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 2,412 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 42.5% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 3.6%, თბოელექტროსადგურების - 53.5%, ხოლო იმპორტის წილი - 0.4%.

         

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

 - თბოსადგური

 -  იმპორტი

 - ქარის ელექტროსადგური

2024 წლის აგვისტოს თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 7% შეადგინა. აგრეთვე, აგვისტოს თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 13% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 - საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი

◼ - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - პირდაპირი მომხმარებელი

 -  სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 - ექსპორტი

აგვისტოს თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 6 394 881.00 ლარი.