2025 წლის ოქტომბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2025 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 238,152,339.2 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 21% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 37 758 911 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია     

ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.8550058 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.677 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 60.3% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 3.0%, თბოელექტროსადგურების - 36.5%, ხოლო იმპორტის წილი - 0.2%.

         

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

 - თბოელექტროსადგური

 -  იმპორტი

 - ქარის ელექტროსადგური

2025 წლის ოქტომბრის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 40.81% შეადგინა. აგრეთვე, ოქტომბრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 8.14% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 

 -  საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი

 - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - პირდაპირი მომხმარებელი

- სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 - ექსპორტიორი

ოქტომბრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 15 291 157.00 ლარი.