2026 წლის მაისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2026 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 268 208 567.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 23% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 36 923 196.17 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.786334308 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 4.021 თეთრი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 90.5% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 2.2%, მზის ელექტროსადგურის - 0.5%, ხოლო იმპორტის წილი - 6.8%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური
◼ - იმპორტი
◼ - ქარის ელექტროსადგური
◼ - მზის ელექტროსადგური
2026 წლის მაისის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 14.2% შეადგინა. აგრეთვე, მაისის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 7.4% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

◼ - უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი
◼ - საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი
◼ - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - პირდაპირი მომხმარებელი
◼ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - ექსპორტიორი
მაისის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 3 614 135.00 ლარი.