შპს „ენგურჰესი“ საექსპორტო ელექტროენერგიაზე კონკურსს აცხადებს

შპს ,,ენგურჰესი’’-ს (შემდგომში ,,მიმწოდებელი“) საკონკურსო კომისია  შპს,,ენგურჰესი“-ს კუთვნილი საექსპორტო ელექტროენერგიის საქართველო-თურქეთის საზღვარზე რეალიზაციის მიზნით აცხადებს  კონკურსს:

 

შპს ,,ენგურჰესი“ ძირითადი ტექნიკური მონაცემები:

  • ჯამური სიმძლავრე– 1300 მგვტ
  • აგრეგატების რაოდებობა– 5
  • წლიური საპროექტო გამომუშავება– 4300 მლნ. კვტ.სთ
  • საექსპლუატაციოდ გადაცემის თარიღი– 1978 წელი

 

I. საექსპორტო ელექტროენერგიის მიწოდების ზოგადი პირობები

1. შპს ,,ენგურჰესისა“ მიერ წარმოებული და 2017 წლის ივლისი თვის განმავლობაში, ბაზისური მიწოდებით, საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ჯამური მაქსიმალური სავარაუდო მოცულობა შეადგენს 74.4 მილიონ კვტ/სთ (100 მგვტ საათში).

2. ელექტროენერგიის მიწოდება მიმწოდებლის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ერთ-ერთი შემდეგი წესის მიხედვით:

ა) DAP (საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი, ქვესადგური ახალციხე 500/400/220, გადამცემი ხაზი - ,,მესხეთი“) INCOTERMS 2010-ის მიწოდების პირობების თანახმად;

ბ) საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის მიწოდება ჰიდროელექტროსაგდური „ენგურჰესის“ სალტეზე (მიწოდების პუნქტი)

3. საანგარიშო თვის ელექტროენერგიის მიწოდების საპროგნოზო გრაფიკი ხელშეკრულების მხარეთა მიერ დამტკიცდება ხელშეკრულებასთან ერთად, ხოლო ყოველგვარი ცვლილება ან დამატება გრაფიკში უნდა შეთანხმდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე.

4. საანგარიშო თვის გრაფიკმა, თვის დაწყებამდე, ან თვის მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან, ასევე სხვა ფორს-მაჟორული გარემოებებიდან (მათ შორის წყლის საპროგნოზო შემოდინების ნაკლებობიდან, საქართველოს ან თურქეთის ენერგოსისტემის ტექნიკური ოპერატორის მოთხოვნიდან, საქართველოს ან თურქეთის გადამცემი ქსელის დაზიანებიდან, სასისტემო ავარიიდან ან სხვა ობიექტური გარემოებებიდან) გამომდინარე შესაძლოა განიცადოს მნიშვნელოვანი კორექტირება. აღნიშნული გარემოებ(ებ)ის არსებობა გამორიცხავს მიმწოდებლის ყოველგვარ პასუხისმგებლობას

 

II. კომერციული წინადადების წარდგენის პირობები

1.პრეტენდენტი დახურულ კონვერტში წარადგენს:

1.1. კომერციული წინადადების წარდგენის განზრახვის შესახებ განაცხადს ინგლისურ ენაზე;

1.2. მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობის შემთხვევაში - პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენია თურქეთის რესპუბლიკაში ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის ან პირდაპირი მომხმარებლის უფლების დამადასტურებელ ცნობა, შესაბამისი ორგანოდან ინგლისურ ენაზე დამოწმებულს აპოსტილით ან ლეგალიზებულს კომპეტენტური ორგანოს მიერ, ხოლო მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენია სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორი“-ს მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში ექსპორტიორად რეგისტრაციის ფაქტს, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის უფლების მქონე პირთან, ან პირდაპირი მომხმარებლთან დადებული საექსპორტო განკუთვნილი ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებას, ინგლისურ ენაზე.

1.3. სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ კომერციულ წინადადებას, 1 კვტ.სთ.-ის ფასის მითითებით აშშ ცენტებში, მეასედამდე დამრგვალებით;

2. პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციას პრეტენდენტი შპს ,,ენგურჰესის“ კანცელარიაში დალუქულ კონვერტში წარადგენს საკონკურსო განცხადების შპს ,,ენგურჰესის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW. ENGURHESI.GE გამოქვეყნების დღიდან არაუგვიანეს 2017 წლის 20 ივნისის 16:00 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში დახურული კონვერტი გაუხსნელად დაუბრუნდება პრეტენდენტს და იგი ჩაითვლება გამოთიშულად კონკურსიდან.

3. პრეტენდენტის საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ადგილია საქართველო, ქ.თბილისი, ა.პოლიტკოვსკაის (ყოფილი ჯიქიას) ქ.N8-ში, შპს ,,ენგურჰესი“-ს ოფისი, მე-3 სართულზე, შპს ,,ენგურჰესი“-ს ტელ: 995(32) 218-80-11; ფაქსი: 995(32) 218-80-22; ელ.ფოსტა: info@engurhesi.ge.

4. პრეტენდენტის მიერ დაგვიანებით წარმოდგენილ დოკუმენტაცია დარეგისტრირდება წარმოდგენის თარიღისა და საათის მითითებით, მაგრამ როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი კონკურსში არ დაიშვება.

5. წარმოდგენილი დახურული კონვერტების გახსნა მოხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით, მათი დასწრების შემთხვევაში ან მათ გარეშე, 2017 წლის 20 ივნისის 16:15 საათზე.

6. კონვერტების გახსნა მოხდება მათი კანცელარიაში დარეგისტრირების რიგითობის მიხედვით.

7. კონვერტის გახსნის შემდგომ, პირველ რიგში მოწმდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულე და მათი შესაბამისობა განცხადების მოთხოვნებთან.

8. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და თითოეული წევრი მოახდენს კომერციული წინადადებების შეფასებას. გამარჯვებულად ჩაითვლება პრეტენდენტი, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს ფასს. თანაბარი ფასების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი ფასის პირველად წარმომდგენელ პრეტენდენტს.

9. მიმწოდებლისთვის მიუღებელი, არარეალურად დაბალი ფასის (ასევე, მიმწოდებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ფასის) შემოთავაზების შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებას იტოვებს არ გააფორმოს ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე. კონკურსის ნებისმიერი შედეგი ცხადდება გაუქმებულად და კონკურსის მიმდინარეობას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება, რაც შესაბამისად გამორიცხავს მიმწოდებლის მიმართ ნებისმიერი სახის პრეტენზიის წარდგენას.