ესკო საინფორმაციო
2016 წლის 25 მაისიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მედგრუპ ჯორჯია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.
2016 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 154 606 849.9 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 18% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 16 339 088.3 ლარი შეადგინა.
2016 წლის 12 აპრილს გამოცხადდა პორტაბელური კომპიუტერის ჩანთების შესყიდვისგამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 160011482), რომლის გამოცხადებული სატენდერო ღირებულება შეადგენს დღგ-ს გარეშე 300 ლარს და სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2016 წლის 18 აპრილს 15:00 სთ.
2016 წლის მარტის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 98.726% და 1.0306% შეადგენს. აღნიშნულ თვეში საბალანსო ელექტროენერგია გატანილ იქნა საექპორტოდ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 0.0005% შეადგინა. ამასთანავე, ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილიც - 0.2429%-ია.
2016 წლის 30 მარტს გამოცხადდა სატრენინგო მომსახურების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 160010137), რომლის გამოცხადებული სატენდერო ღირებულება შეადგენს დღგ-ს გარეშე 1 000 ლარს და სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2016 წლის 05 აპრილს 12:00 სთ.
2016 წლის 28 მარტს გამოცხადდა საბეჭდი მოწყობილობების (კარტრიჯები, ტონერები) შესყიდვისგამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 160009914), რომლის გამოცხადებული სატენდერო ღირებულება შეადგენს დღგ-ს გარეშე 3 000 ლარს და სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2016 წლის 1 აპრილს 14:00 სთ.
2016 წლის 16 მარტიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ შპს „მედგრუპ ჯორჯია“ დაარეგისტრირა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ (კვალიფიციურ საწარმოდ), ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის ნაწილში.
2016 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 151 010 135.0 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 17% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 20 553 072.5 ლარი შეადგინა.
2016 წლის 9 მარტს ესკო-ში გაიმართა შეხვედრა ბაზრის ოპერატორისა და USAID–ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (HICD) წარმომადგენლებს შორის. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე და დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები.
2016 წლის 24 თებერვლიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „თელასი“, როგორც ექსპორტიორი.