13/03/2017

2017 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ   336 372 176.6 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 33% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 45 518 563.6 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.5322024 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 14.234 თეთრი/კვტ.სთ.

09/03/2017

2017 წლის  09 მარტს  გამოცხადდა  საკანცელარიო საქონლის შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული  ტენდერი  (NAT 170002371)  ღირებულებით  2 930 ლარი  დღგ-ს  გარეშე. სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2017 წლის  15  მარტს  17:00 სთ.

22/02/2017

ესკომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - EBRD-ის მიერ ფინანსირებადი, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ევროსტანდარტების შესაბამისად მოდერნიზებისათვის, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

ვრცლად

17/02/2017

2017 წლის 01 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდება შპს „ქეიჯი ენერჯი“-ს, როგორც ექსპორტიორს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

17/02/2017

2017 წლის 01 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“,  როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.

17/02/2017

2017 წლის 01 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“,  როგორც წარმოების ლიცენზიატი.

17/02/2017

2017 წლის 01 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს, როგორც წარმოების ლიცენზიატს და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

13/02/2017

2017 წლის იანვრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ   315 489 984 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 28% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 43 060 065.35 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.6486315 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 14.234 თეთრი/კვტ.სთ.

09/02/2017

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ესკოს მხრიდან ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ჩარჩო-ხელშეკრულება.

03/02/2017

2017 წლის 01 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდება შპს „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“-ს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების შესაბამისად იგი აღარ იქნება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

.