ესკო საინფორმაციო
2017 წლის 15 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა საზოგადოებრივი სატელეფონო კავშირის მომსახურებების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA 170016243) ღირებულებით 2600 ლარი დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2017 წლის 25 დეკემბერს 13:00 საათზე.
2017 წლის 14 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა "მაიკროსოფტის" ლიცენზიების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA 170016097) ღირებულებით 86400 ლარი დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2017 წლის 22 დეკემბერს 13:00 საათზე.
2017 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 210 815 221 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 20% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 29802273 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.1366798 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი/კვტ.სთ.
გაკორექტირდა 2017 წლის მარტისა და სექტემბრის თვეებში ესკოს მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასები.
2017 წლის 24 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მგ ალგეთი ჰესი“, როგორც მცირე სიმძალვრის ელექტროსადგური (ალგეთი ჰესის ნაწილში).
2017 წლის 24 ნოემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „ჯბჯ“-ს, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს (ალგეთი ჰესის ნაწილში), და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2017 წლის 06 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა მაიკროსოფტის ლიცენზიების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA 170015507) ღირებულებით 86400 ლარი დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2017 წლის 14 დეკემბერს 13:00 საათზე.
2017 წლის 03 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ჰესი I“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.
2017 წლის 02 დეკემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდება სს „AE-SGI Energy I“-ს, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ იქნება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.
2017 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 254 273 249 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 35 009 027.5 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.7682700 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 9.4 თეთრი/კვტ.სთ.