ესკო საინფორმაციო
2018 წლის 10 აპრილს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ჰიდროენერჯი“-ს, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2018 წლის 19 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჰიდროენერჯი“, როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის უფროსი ექსპერტი ჯონ სვინსკო ეწვია. ესკოს მხრიდან შეხვედრა წარიმართა ესკოს გენერალური დირექტორის ვახტანგ ამბოკაძის , ვაჭრობის ორგანიზებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების დეპარტამენტის უფროსის ზაზა გერგაიასა და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ვიზიტის მიზანი იყო ესკოსთან ერთად ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის , სიახლეთა და პერსპექტივების ანალიზი და განხილვა.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა „ნამახვანიჰესთან“ დაკავშირებული საკითხების განხილვისათვის, სამუშაო შეხვედრები გამართა კომპანიებთან“ ქლიფორდ ჩანსი“ და „ენკა“ ; ასევე საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC -სა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის - „მიგას“ წარმომადგენლებთან. შეხვედრების თემატიკა მოიცავდა „ნამახვანიჰესის“ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებისა და მემორანდუმის პროექტების განხილვას და ბაზრის ახალ მოდელთან შესაბამისი სავაჭრო ურთიერთობის ანალიზს.
ეელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარა „ენერგოინვესტის“ წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო „ავანიჰესის“ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის განხილვა. “ენერგოინვესტის” მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ავანიჰესის“ დირექტორი კახა კობაიძე იურიდიული და ენერგეტიკული სამსახურების წარმომადგენლები, ესკოს მხრიდან - შეხვედრას უძღვებოდა გენერალური დირექტორის მოადგილე ზაზა დვალიშვილი,მონაწილეობდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანა ტომარაძე და სხვადასხვა დეპარტამენტთა წარმომადგენლები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს კორეული კომპანიის „SK”-ს წარმომადგენლები : აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი სეუნგ სოო ლი, გენერალური მენეჯერი ჩანგ იონგ ჰონგი და მარკეტინგის უფროსი მენეჯერი ჯონგო ტაქთი ესტუმრნენ. ესკოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე , საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობისა და იურიდიულ დეპარტამენტთა უფროსები.
2018 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 252 396 894.4 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 23% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 33 089 858.3 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.1102478 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი/კვტ.სთ.
2018 წლის 09 მარტს ესკოს მიერ გამოცხადდა კომპიუტერული მოწყობილობებისა და ქსესუარების (კაბელები, ფლეშ-დისკები, მაუსები და ა.შ.) შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA180002760) ღირებულებით 2360 ლარი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 19 მარტს.
2018 წლის 02 მარტს ესკოს მიერ გამოცხადდა ჭერის ელექტრონათურების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA180002520) ჯამური სავარაუდო ღირებულებით 1 750 ლარი.
სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 12 მარტს.
2018 წლის 27 თებერვალს, ესკო-ში გაიმართა შეხვედრა ბაზრის ოპერატორისა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წარმომადგენლებს შორის. ასოციაციის გენერალური დირექტორის ბატონ დევიდ ლოურენს ლის მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია საქართველოში EBA-ს საქმიანობისა და მისიის შესახებ, რომელიც საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას ითვალისწინებს.