ესკო საინფორმაციო
2018 წლის 28 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კასლეთი 2“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.
2018 წლის 27 ივლისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „კასლეთი 2“-ს, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2018 წლის 24 ივლისს გამოცხადდა საბეჭდი მოწყობილობების (კარტრიჯები, ტონერები) შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (NAT180011401), რომლის გამოცხადებული ღირებულება შეადგენს დღგ-ს გარეშე 3 000 ლარს და სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 01 აგვისტოს 13:30 სთ.
„ესკო“-ში, ენერგეტიკული გაერთიანების“ ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ახალი ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელთან დაკავშირებით ორ დღიანი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, „ენერგეტიკული გაერთიანების“, „ევროპული ენერგეტიკული ვაჭრობის/ბირჟების ასოციაციის“ (EUROPEX), სლოვენიის ბაზრის ოპერატორისა (BORZEN) და ვაჭრობის (Power Exchange)-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც შეისწავლიან არსებულ სიტუაციას და შეიმუშავებენ სარეკომენდაციო დოკუმენტს საქართველოსთვის, ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და ჩვენი ბაზრის თავისებურების გათვალისწინებით.
საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზრისა და ელექტროენერგიით ვაჭრობის არსებული მოდელის მოდერნიზებისა და რეფორმირების ფარგლებში, ესკოს წარმომადგენლობა USAID-ის მიერ ორგანიზებული სამუშაო ვიზიტით, G4G-ის, საქართველოს საბაჟოსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დელეგაციასთან ერთად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ესტუმრა. სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს დელეგაციისთვის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საბაჟო პროცედურებისა და ელექტროენერგიის განბაჟების სერბული მოდელის გაცნობა.
2018 წლის 13 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქუთაისი ინვესტმენტს“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2018 წლის 12 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კასლეთი 2“ („კასლეთი 2“ ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2018 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 46 784 986.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 4% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 5 939 770 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12.6958890 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი/კვტ.სთ.
2018 წლის 06 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარ ენერჯი-2007“ (კირნათი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2018 წლის 25 ივნისს ესკოს მიერ გამოცხადდა ინტერნეტისა და ინტრანეტისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ელექტრონული ტენდერი (SPA 180005778), რომლის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 20 000 ლარს. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 04 ივლისს 13:00 საათზე.