20/12/2018

1) ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების  შესყიდვისათვის - SPA180009618 ელექტრონული ტენდერი. შესყიდვის ობიექტის პრეისკურანტის სავარაუდო  ღირებულებაა  125780 ლარი, ხოლო  სახელშეკრულებო ღირებულება -  31860 ლარის ოდენობით. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება  2018 წლის 24 დეკემბერს.

2) სადაზღვევო მომსახურების შესყიდვისათვის - SPA180009747 ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით  - 6720 ლარი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 27 დეკემბერს;

18/12/2018

2018 წლის 13 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯონოული 1“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ჯონოული 1“ ჰესის ნაწილში.

18/12/2018

2018 წლის 12 დეკემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ჯონოული 1“-ს, „ჯონოული 1“ ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

13/12/2018

2018 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 322 812 199.8 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 574 701 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.8082455 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი.

13/12/2018

018 წლის  12-13  დეკემბერს  ესკოს  მიერ  გამოცხადდა:

  •  ინტერნეტმომსახურების შესყიდვისათვის-SPA180009450 ელექტრონული  ტენდერი სავარაუდო ღირებულებით  - 14 200 ლარი.
    სატენდერო წინადადებების  წარმოდგენის  ვადა მთავრდება 2018 წლის 20 დეკემბერს;
  • საზოგადოებრივი სატელეფონო კავშირის მომსახურების შესყიდვისათვის-SPA180009456 ელექტრონული  ტენდერი სავარაუდო ღირებულებით  - 2 360 ლარი.
    სატენდერო წინადადებების  წარმოდგენის  ვადა მთავრდება 2018 წლის 20 დეკემბერს;
  • მანქანების რეცხვის  მომსახურების  შესყიდვისათვის  SPA180009498 ელექტრონული ტენდერი სავარაუდო  ღირებულებით  - 4 825 ლარი.
    სატენდერო წინადადებების  წარმოდგენის  ვადა მთავრდება 2018 წლის 21 დეკემბერს;
27/11/2018

2018 წლის 28 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ოლდ ენერჯი“, როგორც წარმოების ლიცენზიატი, ოლდ ენერჯი ჰესის ნაწილში.

27/11/2018

2018 წლის 27 ნოემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „ოლდ ენერჯი“-ს, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში (ოლდ ენერჯი ჰესის ნაწილში) და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

27/11/2018

2018 წლის 22 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ოლდ ენერჯი“ (ოლდ ენერჯი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

27/11/2018

2018 წლის 21 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯონოული 1“ (ჯონოული 1 ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

21/11/2018

მიმდინარე წლის 19-20 ნოემბერს, „ესკო“-ს გენერალური დირექტორი ბ-ნ ვახტანგ ამბოკაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქ-ნ ნათია თურნავა, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთში, ქ. სტამბულში. სამუშაო შეხვედრები გაიმართა თურქეთის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან (EPIAS)...