ესკო საინფორმაციო
2018 წლის 18 ნოემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ს, ბოდორნაჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2018 წლის 13 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარ ენერჯი-2007“, როგორც წარმოების ლიცენზიატი, კირნათი ჰესის ნაწილში.
2018 წლის 12 ნოემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2018 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 321 533 403.1 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 32% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 45 159 398.6 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.04501 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი.
მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს, „ენერგეტიკული გაერთიანების“ ტექნიკური დახმარების ფარგლებში, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორისა (ესკო) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისა მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წარმომადგენლები, სლოვენიის ბაზრის ოპერატორის (BORZEN) ექსპერტებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთში ქ. სტამბულში...
2018 წლის სექტემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 238 007 008.5 კვტ.სთ რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 24% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 27 653 704.95 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.6191542 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი.
2018 წლის 05 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარ ენერჯი-2007“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი (კირნათი ჰესის ნაწილში).
2018 წლის 05 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ფშავი ჰიდრო“ (სკურდიდი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
ა/წ 1-5 ოქტომბერს, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის წარმომადგენლები - თამარ წურწუმია (საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი) და ზაზა გერგაია (ვაჭრობის ორგანიზებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების დეპარტამენტის უფროსი) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული პროგრამისა და რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა სასწავლო სემინარი თემაზე: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია და განახლებადი ენერგიები.
2018 წლის 04 ოქტომბერს (24:00 საათზე) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „აჭარ ენერჯი-2007“ („კირნათი ჰესის“ ნაწილში), როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.