ესკო საინფორმაციო
2017 წლის 09 მარტს გამოცხადდა საკანცელარიო საქონლის შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (NAT 170002371) ღირებულებით 2 930 ლარი დღგ-ს გარეშე. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2017 წლის 15 მარტს 17:00 სთ.
ესკომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - EBRD-ის მიერ ფინანსირებადი, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ევროსტანდარტების შესაბამისად მოდერნიზებისათვის, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
2017 წლის 01 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდება შპს „ქეიჯი ენერჯი“-ს, როგორც ექსპორტიორს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2017 წლის 01 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.
2017 წლის 01 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, როგორც წარმოების ლიცენზიატი.
2017 წლის 01 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს, როგორც წარმოების ლიცენზიატს და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2017 წლის იანვრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 315 489 984 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 28% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 43 060 065.35 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.6486315 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 14.234 თეთრი/კვტ.სთ.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ესკოს მხრიდან ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ჩარჩო-ხელშეკრულება.
2017 წლის 01 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდება შპს „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“-ს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების შესაბამისად იგი აღარ იქნება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
.
2017 წლის 28 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, როგორც წარმოების ლიცენზიატი.