ესკო საინფორმაციო
2018 წლის 26 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ („ბოდორნაჰესი“-ს ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2018 წლის 17 სექტემბერს, სერვერის დაცვის მიზნით, სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის შესყიდვისათვის, ესკოს მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (SPA 180014927), რომლის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 31000 ლარს. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 25 სექტემბერს 13:00 საათზე.
2018 წლის აგვისტოს თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 178 322 147.1 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 17% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 21 146 639.06 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.8587866 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი/კვტ.სთ.
2018 წლის 11 სექტემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა მანქანების რეცხვის მომსახურების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი NAT180014562, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება - 2 070 ლარი.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 19 სექტემბერს.
მ/წლის 4-6 სექტემბერს, ენერგეტიკული გაერთიანების ტექნიკური დახმარების ფარგლებში, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა (ესკო) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სლოვენიაში, ქ. ლუბლიანაში. შეხვედრები გაიმართა სლოვენიის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან (BORZEN), რომელიც აღნიშნული ტექნიკური დახმარების ფარგლებში შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს კონკურენტული ბაზრის (ერთი დღით ადრე და საათობრივი ბაზრის) დანერგვასთან დაკავშირებით.
2018 წლის 05 სექტემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა მანქანების შეკეთება-ტექნიკური მომსახურების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი - SPA180007388, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება - 2 850 ლარი, საპრეისკურანტო ღირებულება - 160 615 ლარი.
სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 14 სექტემბერს.
2018 წლის 23 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2018 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 68 714 530.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 5% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 6 136 930 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 8.9075796 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი/კვტ.სთ.
გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N61/16, N61/17, N61/18, N61/19 გადაწყვეტილებებით დამტკიცებული ცვლილებები საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებსა და გარანტირებული სიმძლავრის ყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში 2018 წლის 09 აგვისტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.
გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N61/16, N61/17, N61/18, N61/19 გადაწყვეტილებებით ცვლილებები შევიდა საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებში, საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებში, გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობებსა და გარანტირებული სიმძლავრის ყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობებში.