2020 წლის იანვრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2020 წლის იანვრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 301 280 467.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 25% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 43 947 381.5 ლარი შეადგინა.

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.5868671 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 22% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 3%, თბოელექტროსადგურის- 4%, ხოლო იმპორტის – 71%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

- ჰიდროელექტროსადგური        

                                                                               - ქარის ელექტროსადგური 

                                                                               ♦ - თბოელექტროსადგური

♦ -  იმპორტი                                     

                                                                                       

2020 წლის იანვრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 34.9% და 37.0% შეადგენს. აგრეთვე, იანვრის თვეში გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 7.7% შეადგინა. ამასთანავე, აფხაზეთის მოხმარება ნაწილობრივ უზრუნველყოფილ იქნა საბალანსო ელექტროენერგიის ხარჯზე, რაც იანვრის თვეში შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის 20.2% შეადგენს. ამავე პერიოდში, ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 0.2% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

- გამანაწილებელი ენერგოკომპანია                            

  - პირდაპირი მომხმარებელი                                            

           ♦ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

   - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად) 

 -აფხაზეთი                                                                           

იანვრის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 17 840 837.00 ლარი.