2018 წლის ნოემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2018 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 322 812 199.8 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 574 701 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.8082455 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 30% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 2%, ხოლო იმპორტის – 68%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

- ჰიდროელექტროსადგური           

                                                                             - იმპორტი

                                                                              -  ქარის ელექტროსადგური          

          

2018 წლის ნოემბრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 78% და 16% შეადგენს. აგრეთვე, ნოემბრის თვეში გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 6% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

- გამანაწილებელი ენერგოკომპანია                            

  ♦ - პირდაპირი მომხმარებელი                                             

          ♦ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით) 

 

ნოემბრის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 14 982 957.00 ლარი.