19/02/2018

2018 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/57 საფუძველზე ცვლილება შევიდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“. კერძოდ, ცვლილება შეეხო მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტს, ხოლო, ამავე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „კ“ ქვეპუნქტი.

13/02/2018

2018 წლის იანვრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 307 225 292.7 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 39 336 269 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12.8037206 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი/კვტ.სთ.

09/02/2018

2018 წლის 8 თებერვალს სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“-ს ოფისში ჩატარდა ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის (ბარტერის) შესახებ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა. კომპანია „Aksa Aksen Enerji“-ს მიერ წარმოდგენილი წინადადება აღმოჩნდა „ესკო“-სათვის  ყველაზე მისაღები.

31/01/2018

სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ აცხადებს შემოთავაზებების მიღებას ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის (ბარტერის) თაობაზე. შემოთავაზების წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს (არარეზიდენტ იურიდიულ პირს).

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 07.02.2018, 17:00 (თბილისის დროით).

წარმოდგენილი შემოთავაზებების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 08 თებერვალს, 12:00 საათზე (თბილისის დროით), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“-ს  ოფისში: საქართველო, ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2, მე-5 სართული, ოთახი №16.

30/01/2018

2018 წლის  29 იანვარს  ესკოს მიერ  გამოცხადდა  ჭერის ელექტრონათურების   შესყიდვის  ელექტრონული  ტენდერი (SPA180001144).

სატენდერო  წინადადებების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2018 წლის  06 თებერვალს.

29/01/2018

2017 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 239 178 077.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 20% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 30 288 742.25 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12.6636783 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი/კვტ.სთ.

25/01/2018

2018 წლის 24 იანვარს ესკოს მიერ გამოცხადდა ორი ლეპტოპის, ერთი დესკტოპისა და ერთი ფერადი პრინტერის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA180000954)სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 01 თებერვალს.

15/01/2018

2018 წლის  15 იანვარს  ესკოს მიერ  გამოცხადდა  სადაზღვევო მომსახურების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA180000537) სატენდერო  წინადადებების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2018 წლის  23  იანვარს.

10/01/2018

2018 წლის  10 იანვარს  ესკოს  მიერ  გამოცხადდა მანქანების შეკეთება-ტექნიკური  მომსახურების  შესყიდვის ელექტრონული  ტენდერი - SPA180000301, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება - 18 095 ლარი, საპრეისკურანტო  ღირებულება - 112 130 ლარი. 

სატენდერო  წინადადებების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2018 წლის  18 იანვარს.

28/12/2017

2017 წლის  28  დეკემბერს  ესკოს  მიერ  გამოცხადდა:

- მანქანების რეცხვის  მომსახურების  შესყიდვის  ელექტრონული ტენდერი - SPA170016836, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო სახელშეკრულებო  ღირებულება  - 5 430 ლარი;

- მანქანების შეკეთება-ტექნიკური  მომსახურების  შესყიდვის ელექტრონული  ტენდერი  -SPA170016846, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება  - 18 095 ლარი, საპრეისკურანტო  ღირებულება - 89 820 ლარი.