ესკო საინფორმაციო
იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.4281142 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი 11.303 თეთრი/კვტ.სთ.
2016 წლის 3 თებერვლიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“, როგორც წარმოების ლიცენზიატი.
სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ, 2016 წლის 28 იანვარს გამოცხადდა კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვისგამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 160003130).
2016 წლის 1 იანვრიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაცია გაუუქმა შპს „რუსთავის წყალს“, როგორც პირდაპირ მომხმარებელს.
2015 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 176 076 272.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 17% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 23 124 458 ლარი შეადგინა.
2015 წლის 30 დეკემბრიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჰიდრო ჯორჯია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.