09/09/2021

 ძვირფასო კოლეგებო,

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი გილოცავთ ენერგეტიკოსთა დღეს.
ენერგეტიკოსის პროფესია საშუალებას გვაძლევს, ვემსახუროთ ჩვენი სამშობლოს განვითარებას უაღრესად მნიშვნელოვან ასპარეზზე.
გისურვებთ ულევ ენერგიას და ღირსეულ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში საქართველოს საკეთილდღეოდ.

                                 ესკოს გენერალური დირექტორი

                                                   ზაზა დვალიშვილი

31/08/2021

2021 წლის 27 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „პარვუს ჯგუფი“ („როშკა 2“ ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

31/08/2021

2021 წლის 26 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „პარვუს ჯგუფი“ („როშკა 3“ ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

19/08/2021

2021 წლის 13 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აქუაენერჯი ჯორჯია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „თბილისის ზღვის“ ჰესის ნაწილში.

19/08/2021

2021 წლის 12 აგვისტოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „აქუაენერჯი ჯორჯია“, „თბილისის ზღვის“ ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

16/08/2021

2021 წლის ივლისის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 229 685 932,24 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 19% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 25 610 934,6 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11,1504150 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.857 თეთრი.

09/08/2021

გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 29 ივლისის N35/23 და N35/24 გადაწყვეტილებებით დამტკიცებული ცვლილებები საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში და გარანტირებული სიმძალვრის გაყიდვის შესახევ ხელშეკრულების სტანდარტულ პირიობებში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.

 

23/07/2021

2021 წლის 23 ივლისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“, როგორც ექსპორტიორი.

15/07/2021

2021 წლის ივნისის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 148 653 325,9 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 11% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 20 670 444 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13,9051338 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.857 თეთრი.

14/07/2021

2021 წლის 13 ივლისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.