ესკო საინფორმაციო
2021 წლის 01 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდება სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“-ს, როგორც თავისუფალ მიმწოდებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ არის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.
2021 წლის 02 ივლისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „პარვუს ენერჯი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
2021 წლის 01 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „თელასი“, როგორც განაწილების ლიცენზიატი, განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.
2021 წლის 01 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი, დაარეგისტრირა შემდეგი საწარმოები: 1. სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური; 2. შპს შავი ზღვის ტერმინალი; 3. შპს ჯორჯიან ბილდინგ გროუფ; 4. სს არგო; 5. შპს კარმენი; 6. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; 7. შპს საქართველოს მელიორაცია; 8. შპს ლილო მოლი; 9. სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი); 10 შპს ბათუმის ნავთობტერმინალი; 11. სს წყალი მარგებელი; 12. სს საქართველოს რკინიგზა; 13. შპს ორბი ჯგუფი ბათუმი; 14. შპს რუსთავის წყალი; 15. შპს ბევრილი ჯგუფი; 16. დსს აზერბაიჯანის რკინიგზის საქართველოს ფილიალი; 17. აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალი; 18. ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი.
2021 წლის 01 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“, როგორც ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, თავისუფალი მიმწოდებელი, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი.
2021 წლის 01 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“, როგორც ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, თავისუფალი მიმწოდებელი, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი.
2021 წლის 23 ივნისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ტესტელ“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ ცვლილება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის დროებითი წესი. აღნიშნული წესი ეხება იმ მომხმარებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის N246 დადგენილების თანახმად განსაზღვრულ კრიტერიუმებს. მომხმარებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს, არაუგვიანეს 2021 წლის 01 ივლისისა უნდა დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად.
2021 წლის 10 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2021 წლის 09 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აქუაენერჯი ჯორჯია“ („თბილისის ზღვის ჰესი“-ს ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.