2020 წლის დეკემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2020 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 249 143 237.40 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 20% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 39 202 819.40 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15,7376184 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 28% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 3%, თბოელექტროსადგურის - 5%, ხოლო იმპორტის – 64%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
◼ - ჰიდროელექტროსადგური
◼ - იმპორტი
◼ - თბოელექტროსადგური
◼ - ქარის ელექტროსადგური
2020 წლის დეკემბრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 51.106% და 39.435% შეადგენს. აგრეთვე, დეკემბრის თვეში გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 9.425% შეადგინა. ამასთანავე, დეკემბრის თვეში, საბალანსო ელექტროენერგია გატანილი იქნა საექსპორტოდ, რომლის წილმაც 0.034% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
◼ - გამანაწილებელი ენერგოკომპანია
◼ - პირდაპირი მომხმარებელი
◼ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - ექსპორტიორი
დეკემბრის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 9 578 786.00 ლარი.