2021 წლის იანვრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2021 წლის იანვრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 346 047 856.0 კვტ.სთშეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 54 064 795.8 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.6235026 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 27% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 1%, თბოელექტროსადგურის - 40%, ხოლო იმპორტის - 32%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

 ◼ - იმპორტი

 - თბოელექტროსადგური

 - ქარის ელექტროსადგური

2021 წლის იანვრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 86.4% და 8.0% შეადგენს. აგრეთვე, იანვრის თვეში გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 5.5% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 - გამანაწილებელი ენერგოკომპანია

   - პირდაპირი მომხმარებელი

 - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

იანვრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 17 900 727.00 ლარი.