2022 წლის აპრილის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2022 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 354 870 771.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 30% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 59 627 017.9 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

 - საბალანსო ელექტროენერგია                                            

აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16.8028386 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 13.854 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 75,2% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 1,8%, თბოელექტროსადგურის - 3,1%, ხოლო იმპორტის – 19,9%.

         

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

 - ქარის ელექტროსადგური

 - თბოელექტროსადგური

◼ - იმპორტი

2022 წლის აპრილის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 12.7% შეადგინა. აგრეთვე, აპრილის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 6.42% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 - საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი

 - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - პირდაპირი მომხმარებელი

 -  სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 - ექსპორტიორი

აპრილის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 16 189 440.00 ლარი.