2025 წლის სექტემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2025 წლის სექტემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 328,710,480.3 კვტ.სთ შეადგინა,რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 30% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 52,336,988.9 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.9813259 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.781 თეთრი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 49% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 2%, თბოელექტროსადგურების - 47%, ხოლო იმპორტის წილი - 2%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
◼ - ჰიდროელექტროსადგური
◼ - თბოელექტროსადგური
◼ - იმპორტი
◼ - ქარის ელექტროსადგური
2025 წლის სექტემბრის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 36.62% შეადგინა. აგრეთვე, სექტემბრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 5.56% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
◼ - საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი
◼ - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - პირდაპირი მომხმარებელი
◼ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)
◼ - ექსპორტიორი
სექტემბრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 15,007,456.00 ლარი.