26/12/2016

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა  შეხვედრა გამართა ენერგეტიკის განვითარების ფონდის, USAID-ის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თანაინვესტირების ფონდის, საპარტნიორო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდის, CALT & TAGGART-ის, თიბისი ბანკის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო ესკოს ახალი ვებ-გვერდის საპრეზენტაციოდ მზადების პროცესში,  კომპანიებისათვის იმ სიახლეთა წინასწარ გაცნობა, რასაც დაინტერესებულ მომხმარებელს მომავალი წლიდან შესთავაზებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის განახლებული ვებ-გვერდი.

26/12/2016

2016 წლის  23 დეკემბერს  გამოცხადდა  სადაზღვევო მომსახურების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული  ტენდერი  (SPA 160032053), რომლის გამოცხადებული  სატენდერო ღირებულება  შეადგენს  10130 ლარს  და  სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2016 წლის  29  დეკემბერს  14:00 სთ.

26/12/2016

2016 წლის  23 დეკემბერს  გამოცხადდა  ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული  ტენდერი  (SPA 160032047), რომლის გამოცხადებული  სატენდერო  (სახელშეკრულებო) ღირებულება შეადგენს 15145 ლარს  და  სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2016 წლის  29  დეკემბერს  14:00 სთ.

26/12/2016

2016 წლის  23 დეკემბერს  გამოცხადდა  ავტომანქანების რეცხვის მომსახურების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული  ტენდერი  (SPA 160032045), რომლის გამოცხადებული  სატენდერო ღირებულება  შეადგენს  4600 ლარს  და  სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2016 წლის  29  დეკემბერს  13:30 სთ.

16/12/2016

2016 წლის 15 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარ ენერჯი-2007“, როგორც ელექტროსადგური - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

16/12/2016

2016 წლის 14 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მაქსანია 2014“,  როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.

16/12/2016

2016 წლის 13 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მაქსანია 2014“-ს, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

16/12/2016

2016 წლის  16 დეკემბერს  გამოცხადდა  სატელეფონო კავშირის შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული  ტენდერი  (SPA 160031322), რომლის გამოცხადებული  სატენდერო ღირებულება  შეადგენს  2600 ლარს  და  სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2016 წლის  22  დეკემბერს  13:00 სთ.

15/12/2016

ესკოს სტუმრობდნენ  კომპანია LDK-ს წარმომადგენლები. აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა ელექტროენერგეტიკული  ბაზრის ახალი მოდელის ფორმირებასთან დაკავშირებით EBRD-ის დაფინანსებით გმოცხადებულ ტენდერში. ამ საკითხებზე ესკოში არსებული სამუშაო ჯგუფის წევრებმა სტუმრებს წარუდგინეს ესკოს წინადადებები და მოსაზრებები. ასეთი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.

14/12/2016

2016 წლის 30 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ერა ჯორჯია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.