ესკო საინფორმაციო
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, ნანა კურტანიძეს დღეს საიუბილეო თარიღი აქვს. ესკო დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით ულოცავს ქ-ნ ნანას დაბადების დღეს.
გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია
2023 წლის 26 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მაღარო კაპიტალი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ ქებურიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიწვევით, მონაწილეობა მიიღო განახლებადი ენერგიის ხელშემწყობი კომპონენტის პრეზენტაციაში.
2023 წლის 22 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „როუჯი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
ესკოს გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ ქებურიამ, მონაწილეობა მიიღო ქ. სტამბოლში გამართულ „ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის“ - APEXs 2023 წლის კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო თურქეთის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის EPIAS/EXIST-ის მიერ.
ესკოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ შესატანი ცვლილებების შესახებ. განიხილეს ცვლილებათა პაკეტის მოსამზადებელი საკითხები და კონკრეტული წინადადებები.
2023 წლის აგვისტოს თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 119 963 275 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 8% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 16 368 024 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13,6441957 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1,857 თეთრი.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ხელმძღვანელობამ, შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა ჩაატარა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის გადადინების საკითხი და პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობები.
2023 წლის 13 სექტემბერს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის გენერალური დირექტორმა კახაბერ ქებურიამ, მოადგილეებთან და ესკოს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად , სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებთან. შეხვედარზე განხილულ იქნა სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდ”-თან გასაფორმებელი „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების“ პირობები...
დღეს,10 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკოსის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე,რომელიც ზაჰესის ისტორიული კაშხლის ტერიტორიაზე გაიმართა, საქართველოს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალურ დირექტორთან, კახაბერ ქებურიასთან და სხვა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად ღვაწლმოსილი ქართველი ენერგეტიკოსები "საქართველოს ენერგეტიკოსის" წოდებით დააჯილდოვა. ესკო სიხარულით ულოცავს ამ საპატიო ჯილდოს მიღებას, თავის თანამშრომლებს: ლუიზა მაჭარაძეს, ციური კალანდაძესა და ზაქრო კოხრეიძეს. უსურვებს მათ ჯანმრთელობას და მრავალ პროფესიულ წარმატებას.