ესკო საინფორმაციო
2016 წლის 30 მარტს გამოცხადდა სატრენინგო მომსახურების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 160010137), რომლის გამოცხადებული სატენდერო ღირებულება შეადგენს დღგ-ს გარეშე 1 000 ლარს და სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2016 წლის 05 აპრილს 12:00 სთ.
2016 წლის 28 მარტს გამოცხადდა საბეჭდი მოწყობილობების (კარტრიჯები, ტონერები) შესყიდვისგამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 160009914), რომლის გამოცხადებული სატენდერო ღირებულება შეადგენს დღგ-ს გარეშე 3 000 ლარს და სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2016 წლის 1 აპრილს 14:00 სთ.
2016 წლის 16 მარტიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ შპს „მედგრუპ ჯორჯია“ დაარეგისტრირა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ (კვალიფიციურ საწარმოდ), ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის ნაწილში.
2016 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 151 010 135.0 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 17% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 20 553 072.5 ლარი შეადგინა.
2016 წლის 9 მარტს ესკო-ში გაიმართა შეხვედრა ბაზრის ოპერატორისა და USAID–ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (HICD) წარმომადგენლებს შორის. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე და დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები.
2016 წლის 24 თებერვლიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „თელასი“, როგორც ექსპორტიორი.
იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.4281142 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი 11.303 თეთრი/კვტ.სთ.
2016 წლის 3 თებერვლიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“, როგორც წარმოების ლიცენზიატი.
სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ, 2016 წლის 28 იანვარს გამოცხადდა კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვისგამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 160003130).
2016 წლის 1 იანვრიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაცია გაუუქმა შპს „რუსთავის წყალს“, როგორც პირდაპირ მომხმარებელს.