2017 წლის თებერვლის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2017 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ   336 372 176.6 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 33% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 45 518 563.6 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.5322024 თეთრი შეადგინა ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 14.234 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროსადგურების წილი 23% იყო, თბოელექტროსადგურების - 31%, ხოლო იმპორტის – 46%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

- ჰიდროელექტროსადგური          

- თბოელექტროსადგური               

- იმპორტი                                        

 

2017 წლის თებერვლის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 75.1% და 12.5% შეადგენს. ამასთანავე, აფხაზეთის მოხმარება ნაწილობრივ უზრუნველყოფილ იქნა საბალანსო ელექტროენერგიის ხარჯზე, რაც თებერვლის თვეში შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის 12.3% შეადგენს. ამავე პერიოდში, ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 0.1% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

- გამანაწილებებლი ენერგოკომპანია                            

-პირდაპირი მომხმარებელი                                             

- სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 

თებერვლის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 13 636 170 ლარი