2017 წლის ივნისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2017 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 54 838 250.4 კვტ.სთ
შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 5% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 6 787 099 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12.1870003 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.496 თეთრი/კვტ.სთ.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგია ძირითადად შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 98.13% იყო, თბოსადგურების - 1.86%, ხოლო იმპორტის – 0.01%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
♦ - ჰიდროელექტროსადგური
♦ - თბოელექტროსადგური
♦ - იმპორტი
2017 წლის ივნისის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 87% და 9% შეადგენს. ამავე პერიოდში, საბალანსო ელექტროენერგია გატანილი იქნა საექსპორტოდ, რომლის წილმაც 4% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
♦ - გამანაწილებებლი ენერგოკომპანია
♦ -პირდაპირი მომხმარებელი
♦ - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)
ივნისის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 3 875 852 ლარი.