2018 წლის ოქტომბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2018 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 321 533 403.1 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 32% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 45 159 398.6 ლარი შეადგინა.

 

♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

 - საბალანსო ელექტროენერგია                                            


ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.04501 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი.                                      

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 25.4% იყო, თბოელექტროსადგურის წილი - 1%, ქარის ელექტროსადგურის - 2.2%, ხოლო იმპორტის – 71.4%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

- ჰიდროელექტროსადგური          

                 - თბოელექტროსადგური                                  

                                                                             - იმპორტი

                                                                              -  ქარის ელექტროსადგური          

          

2018 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 71.9% და 22.3% შეადგენს. აგრეთვე, ოქტომბრის თვეში გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 5.8% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

- გამანაწილებელი ენერგოკომპანია                            

  ♦ - პირდაპირი მომხმარებელი                                             

          ♦ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით) 

 

ოქტომბრის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო  16 351 491.00 ლარი.