2019 წლის სექტემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2019 წლის სექტემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 286 968 458.1 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 42 578 920.0 ლარი შეადგინა.

 

♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

 - საბალანსო ელექტროენერგია                                            


სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.8374913 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 10.614 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 33.0% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 2.5%, ხოლო იმპორტის - 64.5%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

- ჰიდროელექტროსადგური        

                                                                               - ქარის ელექტროსადგური

♦ -  იმპორტი                                     

                                                                                       

2019 წლის სექტემბრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 29.7% და 64.1% შეადგენს. აგრეთვე, სექტემბრის თვეში გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 6.0% შეადგინა. ამავე პერიოდში, ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 0.2% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

- გამანაწილებელი ენერგოკომპანია                            

  - პირდაპირი მომხმარებელი                                            

           ♦ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

  - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 

სექტემბრის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 13 955 170.00 ლარი.