ესკო საინფორმაციო
2022 წლის 22 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელექტროენერგიის ტრეიდერი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
2022 წლის 22 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელექტროენერგიის ტრეიდერი“, როგორც ექსპორტიორი.
2022 წლის 22 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელექტროენერგიის ტრეიდერი“, როგორც იმპორტიორი.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ორგანიზებით, ევროკომისიის TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16-17 მარტს, ჩატარდა სემინარი თემაზე: „ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის მექანიზმების მართვა". პროექტის მიზანია რეფორმის პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარება.
2022 წლის 20 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს “ჰიდროენერგია“-ს, ახატანი ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2022 წლის 18 მარტს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტ“, როგორც ექსპორტიორი.
2022 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 370 535 989.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 30% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 72 991 197.1 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 19,6988145 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 4.653 თეთრი.
07.03.2022წ. გამოცხადდა NAT220004533 ელექტრონული ტენდერი ესკოს მიერ, სატრენინგო მომსახურეობის შესყიდვაზე, რომელიც მოიცავს ელექტრომეურნეობის სფეროში უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის, სახანძრო და პირველადი სამედიცინო დახმარების წესების ცოდნის შემოწმება სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 000.00 ლარი. წინადადებების მიღება მთავრდება 15.03.2022წ. 12:00 საათზე.
2022 წლის 24 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ბერალი ჰესი“ (ბერალი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
ესკოს მიერ, 15.02.2022წ. გამოცხადდა NAT220003139 ელექტრონული ტენდერი, კომპიუტერული მოწყობილობების (CPV3020000) შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 14 323.0 ლარი. წინადადებების მიღება მთავრდება 23.02.2022წ. 13:30 საათზე.