ლარის ოფიციალური კურსი

30.12.2025→31.12.2025 ცვლილება
USD 2.6955 2.6951 -0.0004
EUR 3.1737 3.1737 0.0000
TRY 0.0628 0.0628 0.0000
RUB 0.0348 0.0343 -0.0518
AZN 1.5856 1.5852 -0.0004
AMD 0.0071 0.0071 0.0015

მოგესალმებით ესკოს ვებ-გვერდზე

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებ-გვერდი ტექნიკურად და შინაარსობრივად ამ სფეროს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი, მაქსიმალურად შესაძლო სრულყოფილი პროდუქტია. მარტივი დიზაინი, ბმულების საშუალებით მოსახერხებელი გადასვლა და შინაარსობრივად დატვირთული საინფორმაციო ბლოკები გვერდის სტუმრებს მაქსიმალურად დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის სწრაფად და იოლად მოძიებაში. ვებ-გვერდზე გასული წლების მონაცემთა ბაზის არსებობა სტატისტიკის დანახვისა და ანალიზის კარგი საშუალებაა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ოპერატიული მონაცემები, მიუხედავად მათი საპროგნოზო ხასიათისა, დაინტერესებულ პირებს კარგ სამსახურს უწევს საქმიანობის დაგეგმვისას. საინტერესო და ინფორმატიულია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის საინფორმაციო ბლოკები. ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებულ მონაცემთა განახლების პროცესი მაქსიმალურად ოპერატიულია. პარალელურ რეჟიმში ხდება გვერდის ინგლისური ვერსიის განახლებაც.

2025 წლის ნოემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2025 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 384 412 484.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 32% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 57 462 144 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია     

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.9494507 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.690 თეთრი.

ვრცლად

საინფორმაციო

31/12/2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა მათ დარგის განვითარების მიზნით მიმდინარე პროცესები, მთავრობის ხედვა და ახალი ინიციატივები გააცნო.

განსაკუთრებული აქცენტი მარიამ ქვრივიშვილმა ინვესტორებისთვის ჯარიმების ჩამოწერის გადაწყვეტილებაზე გააკეთა - სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. მინისტრის ინფორმაციით, ჯარიმები რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობდა - ძირითადად ვადების დაგვიანება, ასევე კომპანიების მხრიდან მემორანდუმით ნაკისრი პასუხისმგებლობის ვერ შესრულება.


ვრცლად
30/12/2025

2026 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მეტენერჯის”, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელს  და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.


ვრცლად
22/12/2025

2025 წლის 19 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „დანი ტრეიდ“, როგორც საბითუმო მიმწოდებელი.


ვრცლად
11/12/2025

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, გენერალური დირექტორის, თორნიკე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით,  დუბაიში გამართულ GRC მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმი რისკების მართვის, მმართველობის, კიბერუსაფრთხოებისა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან (GRC) შესაბამისობის მაჩვენებლების  მხრივ, აერთიანებს გლობალურ ლიდერ კომპანიებსა და აქტორებს.


ვრცლად
ყველა სიახლე

გარანტირებული სიმძლავრე (ოპერატიული)

01-29/12/2025

ყოველდღიური ბალანსი

01-29/12/2025

ტრანსსასაზღვრო გადადინებები (მიმდინარე)

ფაქტიური შემოდინება
ფაქტიური გადინება
29/12/2025