2017 წლის აგვისტოს თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2017 წლის აგვისტოს თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  180 040 473.3  კვტ.სთ 

შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 16 % წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 20 071 923.40 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.1485618 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.496 თეთრი/კვტ.სთ.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგია ძირითადად შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან და იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 40% იყო, თბოსადგურების - 20%, ხოლო იმპორტის – 40%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

- ჰიდროელექტროსადგური          

- თბოელექტროსადგური               

 ♦ - იმპორტი                                        

 

2017 წლის აგვისტოს თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 74% და 25% შეადგენს. ამავე პერიოდში, ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 1% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

  ♦ - გამანაწილებებლი ენერგოკომპანია                            

 ♦ -პირდაპირი მომხმარებელი                                             

- სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 

აგვისტოს თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 12 678 303 ლარი.