23/03/2022

2022 წლის 22 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელექტროენერგიის ტრეიდერი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

23/03/2022

2022 წლის 22 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელექტროენერგიის ტრეიდერი“, როგორც ექსპორტიორი.

23/03/2022

2022 წლის 22 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელექტროენერგიის ტრეიდერი“, როგორც იმპორტიორი.

21/03/2022

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ორგანიზებით, ევროკომისიის TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16-17 მარტს, ჩატარდა სემინარი თემაზე: „ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის მექანიზმების მართვა". პროექტის მიზანია რეფორმის პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარება.

19/03/2022

2022 წლის 20 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს “ჰიდროენერგია“-ს, ახატანი ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

18/03/2022

2022 წლის 18 მარტს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტ“, როგორც ექსპორტიორი.

15/03/2022

2022 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 370 535 989.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 30% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 72 991 197.1 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 19,6988145 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 4.653 თეთრი.

07/03/2022

07.03.2022წ. გამოცხადდა NAT220004533 ელექტრონული ტენდერი ესკოს მიერ, სატრენინგო მომსახურეობის შესყიდვაზე, რომელიც მოიცავს ელექტრომეურნეობის სფეროში უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის, სახანძრო   და   პირველადი   სამედიცინო   დახმარების   წესების ცოდნის   შემოწმება   სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014  სტანდარტის მოთხოვნების  შესაბამისად. შესყიდვის  სავარაუდო ღირებულებაა 1 000.00 ლარი. წინადადებების მიღება მთავრდება  15.03.2022წ.  12:00 საათზე.

02/03/2022

2022 წლის 24  თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ბერალი ჰესი“ (ბერალი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

17/02/2022

ესკოს მიერ,  15.02.2022წ. გამოცხადდა NAT220003139 ელექტრონული ტენდერი, კომპიუტერული მოწყობილობების  (CPV3020000) შესყიდვის მიზნით. შესყიდვის  სავარაუდო ღირებულებაა 14 323.0 ლარი. წინადადებების მიღება მთავრდება  23.02.2022წ.  13:30 საათზე.