ესკო საინფორმაციო
ესკოში გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს რეგულარული შეხვედრები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელის ამოქმედების პირობებში ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მიმწოდებლის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების/წესების პროექტების განხილვისა და სრულყოფის მიზნით.
2022 წლის იანვრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 413 263 138.1 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 75 958 661.6 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 18.3802170 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 4.653 თეთრი.
2022 წლის 8 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „საქართველო სათბურის კორპორაცია“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
ესკოს მიერ, 09.02.2022წ. გამოცხადდა NAT220002746 ელექტრონული ტენდერი, კოპანიის სარგებლობაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების (საოპერაციო სისტემები-CPV48620000) მოქმედების ვადის ერთი წლის განახლებისათვის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 10 620.0 ლარი. წინადადებების მიღება მთავრდება 17.02.2022წ. 12:00 საათზე.
2022 წლის 12 იანვარს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მცირე ენერჯი“-ის, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს (ინწობა ჰესის და აჭი ჰესის ნაწილში) და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2022 წლის 12 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VIII“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ინწობა ჰესის და აჭი ჰესის ნაწილში.
2021 წლის დეკემბრის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 385 627 269.2 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 28% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 64 863 383.2 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16.8211009 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.
2022 წლის 13 იანვარს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელ-ტრეიდი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
ესკო გილოცავთ შობა-ახალ წელს.
მშვიდობის, ჯანმრთელობის და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2022 წელი.
გისურვებთ მომავლის იმედისა და საახალწლო სურვილების ასრულებას, წინსვლის ენერგიას, ყველა კეთილ საქმეში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
ახალი ხელმძღვანელი საწარმოს თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა.