ესკო საინფორმაციო
გაცნობებთ, რომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩტარების გამო ესკოს ოფისი დროებით იხურება შემდგომ შეტყობინებამდე.
გთხოვთ კორესპონდენცია გამოაგზავნოთ მხოლოდ ელექტრონული სახით მისამართზე office@esco.ge
2021 წლის მაისის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 223 484 185,5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 18% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 28 505 275 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12,7549405 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.857 თეთრი.
2021 წლის 11 ივნისს გამოცხადდა NAT210010592 ელექტრონული ტენდერი, ესკოს სარგებლობაში არსებული სხვადასხვა ლიცენზიის, ერთი წლის ვადით განახლების მიზნით (მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები-CPV 48600000), რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 83 200.00 ლარს. წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2021 წლის 21 ივნისს 14:00 საათზე.
2021 წლის 09 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ნიუ ტექნოლოჯი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ხრამი“ ჰესის ნაწილში.
2021 წლის 08 ივნისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ნიუ ტექნოლოჯი 2014“, „ხრამი“ ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2021 წლის 04 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „WEEKEND“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2021 წლის 01 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2021 წლის 01 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „ღორეშა“-ს, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს („ღორეშაჰესის“ ნაწილში) და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ არის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.
2021 წლის 01 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „მარნეულჰესი 1931“-ს, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს („მარნეულჰესი 1931“-ის ნაწილში) და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ არის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.