სიახლე:
ესკო-დან შესასყიდი საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი სექტემბერში, 2025 – 15.9813259 თეთრი/კვტ.სთ; დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასი – 11.781 თეთრი/კვტ.სთ.

ლარის ოფიციალური კურსი

16.10.2025→17.10.2025 ცვლილება
USD 2.7108 2.7095 -0.0013
EUR 3.1508 3.1582 0.0074
TRY 0.0648 0.0647 -0.0001
RUB 0.0343 0.0343 0.0009
AZN 1.5940 1.5933 -0.0007
AMD 0.0071 0.0071 -0.0033

მოგესალმებით ესკოს ვებ-გვერდზე

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებ-გვერდი ტექნიკურად და შინაარსობრივად ამ სფეროს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი, მაქსიმალურად შესაძლო სრულყოფილი პროდუქტია. მარტივი დიზაინი, ბმულების საშუალებით მოსახერხებელი გადასვლა და შინაარსობრივად დატვირთული საინფორმაციო ბლოკები გვერდის სტუმრებს მაქსიმალურად დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის სწრაფად და იოლად მოძიებაში. ვებ-გვერდზე გასული წლების მონაცემთა ბაზის არსებობა სტატისტიკის დანახვისა და ანალიზის კარგი საშუალებაა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ოპერატიული მონაცემები, მიუხედავად მათი საპროგნოზო ხასიათისა, დაინტერესებულ პირებს კარგ სამსახურს უწევს საქმიანობის დაგეგმვისას. საინტერესო და ინფორმატიულია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის საინფორმაციო ბლოკები. ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებულ მონაცემთა განახლების პროცესი მაქსიმალურად ოპერატიულია. პარალელურ რეჟიმში ხდება გვერდის ინგლისური ვერსიის განახლებაც.

2025 წლის სექტემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2025 წლის სექტემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  328,710,480.3 კვტ.სთ შეადგინა,რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 30% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 52,336,988.9 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.9813259 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.781 თეთრი.

ვრცლად

საინფორმაციო

23/09/2025

2025 წლის 1 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „კოდორს”, როგორც იმპორტიორს, ექსპორტიორს და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელს  და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.


ვრცლად
23/09/2025

2025 წლის 16 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ალაზნის მზე“ (ქედის მზის ელექტროსადგურის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.


ვრცლად
23/09/2025

2025 წლის 22 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „გროსმეტენერჯი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.


ვრცლად
23/09/2025

2025 წლის 1 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „გროს ენერჯი თრეიდინგს”, როგორც იმპორტიორს, ექსპორტიორს და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელს  და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.


ვრცლად
ყველა სიახლე

გარანტირებული სიმძლავრე (ოპერატიული)

01-15/10/2025

ყოველდღიური ბალანსი

01-15/10/2025

ტრანსსასაზღვრო გადადინებები (მიმდინარე)

ფაქტიური შემოდინება
ფაქტიური გადინება
15/10/2025