02/09/2020

2020 წლის 01 სექტემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „პრაიმ ლიგალ“, როგორც ექსპორტიორი.

01/09/2020

2020 წლის 1 სექტემბერს სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ დაარსებიდან 14 წელი შესრულდა. 2006 წლიდან ესკო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის, ქვეყნის უწყვეტი ელექტრომომარაგებისა და ქართული ენერგეტიკის  განვითარების სამსახურშია, თანამრომლობს ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტების გლბალურ დონეზე დამაკავშირებელ ორგანიზაციებთან.

25/08/2020

2020 წლის 19 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ლახამი 2“ ჰესის ნაწილში.

25/08/2020

2020 წლის 18 აგვისტოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს“, „ლახამი 2“ ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

12/08/2020

2020 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  222 839 416.0 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 22% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 33 503 176.2 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.0346724 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.358 თეთრი.

31/07/2020

2020 წლის 28 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“ („ლახამი 2“ ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

13/07/2020

2020 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 209 226 528.6 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 21% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 28 089 499.4 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.1741005 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.358 თეთრი.

08/07/2020

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის წარმომადგენლობამ, გენერალური დირექტორის-ზაზა დვალიშვილისა და მისი მოადგილეების შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო 3-5 ივლისს ყაზბეგში, ენერგეტიკული სექტორის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომლის მიზანი იყო ელექტროენერგეტიკისა და გაზის  რეფორმის მიმოხილვა, ჩართულ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.

02/07/2020

2020 წლის 02 ივლისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელექტრა საქართველო“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

02/07/2020

2020 წლის 02 ივლისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელექტრა საქართველო“, როგორც იმპორტიორი.